თუ დაინტერებული ბრძანდებით აუდიტით, შეგიძლიათ შეავსოთ ეს ფორმა
და გამოგვიგზავნოთ ელ. ფოსტაზე info@finexpertiza.ge რათა ჩვენ განვსაზღვროთ ფასი

ფინანსური ანგარიშგების აუდიტი

ფასს (ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტები) განკუთვნილია ნებისმიერი სავაჭრო, საწარმოო და სხვა კომერციული კომპანიების (ბანკებისა და სადაზღვევო კომპანიების ჩათვლით) ფინანსური ანგარიშგების შედგენისათვის, მათი საქმიანობის სახის, დარგობრივი კუთვნილებისა და საორგანიზაციო-სამართლებრივი ფორმის მიუხედავად.

აღნიშნული ანგარიშგება ორიენტირებულია ფინანსური ანგარიშგების მომხმარებლების ფართო წრეების (აქციონერების, კრედიტორების, დამფუძნებლების, დაქირავებული მუშაკების) საინფორმაციო მოთხოვნილებებზე. აუდიტის საშუალებით დგინდება კომპანიის ფინანასური ანგარიშგების შესაბამისობა ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტებთან, იგი მოიცავს კომპანიის ფინანსური მდგომარეობის (ბალანსის), საქმიანობის შედეგების (მოგება-ზარალის), ფულადი სახსრების მოძრაობის (ფულადი სახსრების მოძრაობის უწყისის) და საკუთარ კაპიტალში ცვლილებების შესახებ ანგარიშგების აუდიტს.

აუდიტორული შემოწმების ჩატარების შედეგად:

  • მიიღებთ აუდიტორულ დასკვნას, რომელიც მომხმარებელთა ფართო წრისათვის ზრდის ფინანსური ანგარიშგების სანდოობის ხარისხს;
    • დაადგენთ კომპანიის რეალურ ფინანსურ მდგომარეობას, შედეგს (მოგება-ზარალი) და ფულადი სახსრების მოძრაობას.
    • მიიღებთ დაწვრილებით ანგარიშს გამოვლენილი დარღვევა-ნაკლოვანებების მითითებით, მათი აღმოფხვრისა და ასევე შიდა კონტროლის სისტემის სქემების სრულყოფის რეკომენდაციებს.

ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად შედგენილი ანგარიშგება გამჭვირვალე და ინფორმატიულია უცხოელი ინვესტორებისათვის და გზას უხსნის ქართულ კომპანიებს საერთაშორისო ბაზარზე.

ფინანსური აუდიტი

აუდიტი

საგადასახადო აუდიტი

საგადასახადო აუდიტი – არის ჩვენი აუდიტორული კომპანიის ერთ-ერთი ძირითადი სერვისი. ბუღალტრული და საგადასახადო აღრიცხვის მდგომარეობის შემოწმება, რომლის შედეგად ხდება საწარმოების საგადასახადო რისკების შეფასება და მათი მინიმუმამდე დაყვანა. აუდიტის პროცესში მოწმდება ყველა სახეობის გადასახადის საგადასახადო ბაზა, ტარდება საგადასახადო აღრიცხვისა და საგადასახადო ანგარიშგების აუდიტი, როგორც კომპლექსური, ასევე ცალკეული გადასახადების მიმართ:

  • საშემოსავლო გადასახადი;
    • მოგების გადასახადი;
    • დამატებითი ღირებულების გადასახადი;
    • აქციზი;
    • ქონების გადასახადი;
    • საბაჟო გადასახადები და მოსაკრებლები;

აუდიტის მიმდინარეობისას ხორციელდება ინფორმაციის შეკრება და ანალიზი გადამხდელის შესაძლებლობების შესახებ დაბეგვრის ოპტიმიზაციის თვალსაზრისით. აღნიშნული აუდიტი საშუალებას გვაძლევს ობიექტურად შევაფასოთ კომპანიის ფინანსური აღრიცხვა, გადასახადების გადახდის და გაანგარიშების სისწორე. აუდიტორული შემოწმების ჩატარების დროს ჩვენ უფასო კონსულტაციას გავუწევთ თქვენს თანამშრომლებს დაბეგვრის საკითხების თაობაზე.

აუდიტორული შემოწმების შედეგად თქვენ მიიღებთ:

– აუდიტორულ დასკვნას
– დაწვრილებით ანგარიშს გამოვლენილი დარღვევა-ნაკლოვანებების მითითებით და მათი აღმოფხვრისრეკომენდაციებით
– შიდა კონტროლის სისტემის სქემების სრულყოფის რეკომენდაციებს.

მონაწილეობა საგადასახადო დავებში

ჩვენი კომპანიის პროფესიონალ იურისტთა ჯგუფი მზად არის გამარჯვების მიღწევამდე დაიცვან თქვენი ინტერესები სახელმწიფო მაკონტროლებელ ორგანოებთან და სასამართლოებში დავის დროს.

ინტერესების დაცვაში იგულისხმება:
საგადასახადო და სხვა სახელმწიფო ორგანოებთან წარმოქმნილ დავებში მონაწილეობა, თქვენი ინტერესების დაცვა გამოცდილი იურისტებისა და აუდიტორების მონაწილეობით სახელმწიფო ორგანოების, მათ შორის საგადასახადო ორგანოების ქმედებების სამართლებრივი ექსპერტიზა კონსულტაციები საგადასახადო შემოწმებების მიმდინარეობისას და საგადასახადო ორგანოების ქმედებების სამართლებრივი შეფასება ინტერესების წარდგენა და დაცვა ყველა ინსტანციის სასამართლოში სასარჩელო და სხვა სახის განცხადებების, საჩივრების და საჭირო საპროცესო დოკუმენტაციის მომზადება

sagadasaxado davebi

წარმომადგენლობა საგადასახადო დავებში

ქონების შეფასება

უძრავი ქონების შეფასება

უძრავი ქონება წარმოადგენს საინვესტიციო სფეროს ბრუნვაში არსებულ საქონელს.
მის(უძრავი ქონების) ობიექტს წარმოადგენს სხვადასხვა დანიშნულების მიწის ნაკვეთი დამასთან დაკავშირებული გაუმჯობესებები, საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი შენობები,ბინები, სახლები, კოტეჯები, საოფისე, კომერციული დანიშნულების და სხვა შენობა ნაგებობანი. საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე, უძრავი ქონებაშეიძლება იყოს როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირების საკუთრებაში. ამავე დროს,უძრავ ქონებას მფლობელისთვის მოაქვს როგორც პირდაპირი, ასევე ირიბი შემოსავალი,რომელიც დამოკიდებულია უძრავი ქონების გამოყენების სახეზე.  შედეგად წარმოიქმნება უძრავის ქონების შეფასების (ღირებულების დადგენის) მოთხოვნა. იგი თავის თავში მოიცავსღირებულების განსაზღვრის სხვადასხვა ტიპს. ყველაზე გავრცელებულია უძრავი ქონების საბაზრო, სალიკვიდაციო დააღდგენითი ღირებულების განსაზღვრა. საბაზრო ღირებულება წარმოადგენს გამოთვლად ფულად სიდიდეს, რომლითაც გაიცვლება ქონება შეფასების თარიღისთვისდაინტერესებულ მყიდველსა და დაინტერესებულ გამყიდველს შორის “გაშლილი მკლავის” პრინციპით ტრანზაქციისას,მართებული მარკეტინგის ჩატარების შემდეგ, როდესაც თითოეული მხარე მოქმედებს გათვითცნობიერებულად, წინდახედულადდა ძალდატანების გარეშე. ე.ი. ფასი, რომლითაც კლიენტი ყიდულობს უძრავ ქონებას, რომელიც ფლობს ბაზარზე არსებულმდგომარეობას. გამოიყენება ყიდვა-გაყიდვის და იჯარის თანხის მოცულობის განსაზღვრის დროს და ა. შ..

auditi, bugalteria, აუდიტი

ქონების შეფასება

დეტალებისათვის დარეკეთ: 579443355 ან info@finexpertiza.ge

აუდიტორული კომპანია

საბუღალტრო მომსახურების დეტალების გასარკვევად ეწვიეთ ამ გვერდს.

აუდიტორული ფირმა, აუდიტორული კომპანია, აუდიტი, აუდიტორული კომპანია, აუდიტორული ფირმა, საგადასახადო აუდიტი, ფინანსური აუდიტი, ფინანსური ანგარიშგების აუდიტი, სავალდებულო აუდიტი, საგადასახადო დავებში, აუდიტორული კომპანია, აუდიტორული ფირმა, საგადასახადო აუდიტი, ფინანსური აუდიტი, ფინანსური ანგარიშგების აუდიტი, სავალდებულო აუდიტი, საგადასახადო დავებში, აუდიტორული ფირმა, აუდიტორული კომპანია