ფინექსპერტიზა ჯორჯია არის აუდიტორული კომპანია, რომელიც 2013 წლიდან წარმატებით მუშაობს საქართველოს ბაზარზე. კომპანია დაკომპლექტებულია იურისტებით, ბუღალტერებითა და აუდიტორებით, რომლებიც ორიენტირებულნი არიან შედეგებზე და მომსახურების მაღალ სტანდარტებზე. კომპანიაში მომუშავე იურისტებსა და აუდიტორებს აქვთ დიდი გამოცდილება. რისი გამოც, ჩვენ გვაქვს მაღალი ხარისხის ნდობა და მაღალი რეიტინგი საზოგადოებაში. კომპანიის წარმატება დადასტურებულია მომხმარებელთა რაოდენობის მუდმივი ზრდით, მომხარებლები არაერთხელ მოგვმართავენ განმეორებით აუდიტის, კონსულტაციის, ბუღალტრული და იურიდიული მომსახურებისათვის. თავდაპირველად კომპანია მუშაონდა სხვა სახელწოდებით „აუდიტ ენდ ლეგალ სერვის“ შემოკლებით ALS 2019 წლიდან ის გახდა კომპანია საერთაშორისო აუდიტორული კომპანიის ფინექსპერტიზას წევრი. ფინექსპერტიზა არის პროფესიონალური აუდიტორული, საშემფასებელო და საკონსულტაციო კომპანიების ქსელი, რომლებიც წარმოადგენენ დამოუკიდებელი იურიდიულ პირებს რომლებიც გაერთიანდნენ ქსელში რათა ერთობლივად უზრუნველყონ მაღალკვალიფიციური პროფესიონალური სერვისები მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში. მიმდინარე პერიოდში ჩვენ ქსელში გაერთიანებულია 16 კომპანია მსოფლიოს 14 ქვეყნიდან.
ფინექსპერტიზა ჯორჯიას ძირითადი სერვისებია:
- აუდიტი – აუდიტის ჩატარება და კონსულტაცია, როგორც საგადასახადო რისკების კუთხით ე.წ. საგადასახადო აუდიტი ასევე საეთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ფინანსური ანგარიშგების აუდიტი. შესაბამისი დასკვნების გაცემა მოქმედი საგადასახადო კოდექსის, ნორმებისა და სტანდარტების, ინსტრუქციების, პროფესიონალური ცოდნისა და გამოცდილების საფუძველზე
- იურიდიული მომსახურება, კონსულტაციები, სასამართლოში წარმომადგენლობა. წერილობითი ან ზეპირი კონსულტაცია იურიდიულ სფეროში, ხელშეკრულებების შექმნა მომხმარებლის ინტერესების შესაბამისად, მონაწილეობის მიღება მესამე პირებთან მოლაპარაკებებში, სასამართლოში მომხმარებლის ინტერესებს წარმოდგენა, იურიდიული დოკუმენტების შედგენა
- ბუღალტრული მომსახურება. ბუღალტრული აღრიცხვის ჩატარება, საგადასახადოსთან თანამშრომლობა, კომპანიის აღრიცხვა საერთაშორისო აღრიცხვის სტანდარტებისა და კომპანიის წესდებით განსაზღვრული ნორმების შესაბამისად.
გარდა ზემოაღნიშნულისა კომპანია აგრეთვე საქმიანობს მომიჯნავე სფეროებში, ისეთები როგორიცაა შეფასება, ინვესტორების მხარდაჭერა და ა.შ.
ქსელი ფინექსპერტიზა აქტიურად ვითარდება და ამჟამად წარმოდგენილია ევროპის, აზიასა და აფრიკის კონტინენტებზე: